სამართალი
თალაკვაძე: „კრიმინალთან ბრძოლა გრძელდება, იქნება უკომპრომისო, მათ შორის კრიმინალურ ლიდერებთან და კრიმინალურ სუბკულტურასთან“

1-talakvaZe-samart-1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძ კომენტარს აკეთებს გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გადაცემის ავტრებს არც კი მოუმართავთ, რომ ფაქტობრივი მონაცემები გადაემოწმებინათ... ბატონი დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში. მინდა გაჩვენოთ ჩანაწერი და თქვენი თვალით ნახოთ, რომ ეს ადამიანი შემთხვევიდან უმოკლეს დროში იყო დაკავებული... მოხდა ამ შემთხვევის არასწორი ინტერპრეტაცია ამ გადაცემაში... არანაირი კავშირი ამ შემთხვევას პოლიციელის მკვლელობასთან და ბრალდებულთან არ აქვს. ასე რომ, შემიძლია უარვყო, რომ რომელიმე პოლიციელის გათავისუფლება მოხდა კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაკავშირებით. ამ ორი წლის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მივეცით პასუხისგებაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ათეულობით ავტორიტეტი არის დღეს ციხეში... მე არა მგონია, რომ ამ ყველაფრის მერე ვინმეს აქვს საფუძველი, რომ ჩვენი ხელისუფლება დაადანაშაულოს კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში“, - განაცხადა, კერძოდ, თალაკვაძემ.