აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება
საქართველო, 18 თებერვალი,
საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ
ზურაბ აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით,
კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.