დავით თევზაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად მივიღოთ მონაწილეობა“
საქართველო, 18 თებერვალი,
საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში დაბრუნების გეგმებზე ლაპარაკობს.
დავით თევზაძე საზოგადოებრივ მოძრაობას
-"საქართველო მშვიდობისთვის"ქმნის და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციამ მოქალაქეთა გამოფხიზლებას უნდა დაუდოს სათავე.
თევზაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს, არჩევნებში ჩართვასაც არ გამორიცხავს, თუმცა ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო კავშირს გამორიცხავს. მისი განცხადებით, ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად თუ ხელისუფლების შეცვლა გახდება საჭირო, ის ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს.