პუბლიკაციები
ივანიშვილი: „2008 წლის ტრაგედიაში სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. შეიძლება მისი რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს“
1-BIZ-5საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს: სამწუხაროა, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. წუხილს იმის გამო გამოვთქვამ, რომ პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება... მეგობარმა მითხრა,  აქედან კი გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს შეიძლება ვეღარ გაასწრონო. 2008 წლის ტრაგედიაში სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. ეს სახიფათოა... მატყუარა სააკაშვილი ტელევიზორში ზის და იქ ათას სისულელეს ამბობს. შეიძლება მისი რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს...“