პუბლიკაციები
ივანიშვილი: „ირაკლი ალასანიას და მისი პარტიის გამონათქვამები "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული?“

1-BIZ-2საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ - კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?!

...ჩემი პრემიერობისა და ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში რეალური ტენდერითა და მოწვეული კომპანიებით კვების პროდუქტებით მომარაგება არ მომხდარა და მუდმივად ისმოდა, რომ ჯარისკაცები იწამლებიან.  თუმცა, მასთან სხვა პრეტენზიებიც მქონდა...

...წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი…რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში… პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება.