პუბლიკაციები
ივანიშვილი: „მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ნათესავებთან და დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა“

1-BIZ-4საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და... ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა... მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. თუმცა, ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას...

იდეალური არავინ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად არის შერჩეული, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს.