პუბლიკაციები
ივანიშვილი: „საზოგადოების კონტროლი ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. ეს გაუადვილებს მთავრობასა და პრემიერს, ყველას დაუკარგონ იმის ილუზია, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ამბავი განმეორდება“

1-BIZ-5საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„მმართველობა ადგილებზე უნდა გადავიტანოთ, გამგებლებს მეტი უფლებები უნდა მივცეთ და ეს ზემოდან ვერტიკალით არ უნდა იყოს გამყარებული.

საზოგადოების კონტროლი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. ეს გაუადვილებს მთავრობასა და პრემიერს, უფრო ეფექტური იყვნენ და ყველას დაუკარგონ იმის ილუზია, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ამბავი განმეორდება. ამაში თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ტელეპროექტი "20/30", რათა საზოგადოება პროცესებში ბოლომდე ჩართული იყოს და რამე არ გამოგვეპაროს. თორემ ერთხელ გამოგვეპარა და მივიღეთ შედეგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ხელმძღვანელის სახით.