პუბლიკაციები
ივანიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა! იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ყველაზე საინტერესო დამკვეთია...“

1-BIZ-1საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ! - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას... შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი "ძველებურად აღზრდილი" პოლიციელები. ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია...

რაც შეეხება კითხვას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება კბილაშვილის დროს დაიწყო და მას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, ამას ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ადრე პროკურატურა იმ დასკვნას წერდა, რასაც სააკაშვილი ან ადეიშვილი დაუკვეთდნენ, სასამართლო კი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაა, მიდგომა შეიცვალა - არც ერთი საქმის თაროზე შემოდება და მიფუჩეჩება არ ხდება“.