პუბლიკაციები
ივანიშვილი:“ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან - ეშინიათ, ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს!“

1-BIZ-2საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა... არანაირი პრეტენზია არა მაქვს "რუსთავი 2"-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ... აქცენტებს გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ „ეფ-ბი-აი“-ს დასკვნაზე.

ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან - ეშინიათ, ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს“.