უცხოეთი
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ორი განმეორებითი ბიძგი, 4.6 და 4.8 მაგნიტუდით, დაფიქსირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში, სამშაბათს დილით, მძლავრი მიწისძვრის შემდეგ, მაგნიტუდით 6,9. იაპონელი ოპერატორები ნაჩქარევად ამოწმებენ სადგურებს.
მორიგი მძლავრი მიწისძვრა ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში მოხდა, მაგნიტუდით 5,7. ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ივატეს პრეფექტურის აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა წყალქვეშ 50 კმ-ის სირღმეში იმყოფებოდა. მიწისქვეშა ბიძგები 13 პრეფექტურაში შეიგრძნობოდა.