უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გადაწყვეტილებისადმი პატივისცემა გამოხატა

1-margvel-zar-2საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატივისცემა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებისადმი, დაენიშნა რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვლაპარაკობთ ჩვენს მეგობარ ერზე - უკრაინაზე, რომელსაც რთული დღეები უდგას და რომელიც ჩვენი მოკავშირეა. მე პატივს ვცემ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.