საზოგადოება
საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრები საკრებულოს უმრავლესობას წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საგადასახადო დაუმორჩილებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.
როგორც დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ისინი უერთდებიან მოქალაქეების პროტესტს წყლის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობას, დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადონ საგადასახადო დაუმორჩილებლობა წყლის ტარიფის ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ზრდასთან დაკავშირებით.