უცხოეთი
პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია: „ვლადიმერ პუტინი ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელია“

1admin-zar-3საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ჩალიმ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინს ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელი უწოდა. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან რფ-ის პრეზიდენტის მონაწილეობას „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებებში მინსკში, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა დონბასში დაზავების შეთანხმებას.

ვლადიმერ პუტინი ამ დოკუმენტების თითოეულ სიტყვას ამოწმებდა. თითოეული სიტყვისთვის იბრძოდა, იცავდა. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მისდამი, ის ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელია“, - აღნიშნავს ჩალი.