თავდაცვის აკადემიის რექტორად ბარნოვი დაინიშნა
თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად ანდრო ბარნოვი დაინიშნა. ექსპერტი ახალ თანამდებობაზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ წარუდგინა.
როგორც წარდგენისას ხარშილაძემ განაცხადა, „ანდრო ბარნოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია;
მასთან ერთად თავდაცვის რეფორმებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა“.
„ ჩვენ პატივი გვაქვს, ბატონი ანდრო თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ჩაუდგეს სათავეში და ჩვენი ერთობლივი მუშაობის მიზანი აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, თანამედროვე ინსტიტუტად გარდაქმნა იქნება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.