პუბლიკაციები
ნატოს გენერალი, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჰერალდ კუიატი: „რუსეთის არმიას მართლაც რომ ებრძოლა უკრაინაში, ომს 48 საათში დაასრულებდა!“

1kuiat-zar-1-anსაქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები იმყოფება, პროპაგანდაა, - განაცხადა ჰერალდ კუიატმა გერმანული ტელევიზიის ეთერში (ვიდეო იხ. აქ).
„...დასავლეთისათვის საკითხის სამხედრო გზით გადაჭრა არ არსებობს. ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ, თუკი ჩვენ, რასაკვირველია, ისეთი ბრიყვები ვიქნებით, რომ ამ ომში ჩავერთოთ. ჩვენ მას წავაგებთ და ეს საშინელი კატასტროფა იქნება. რუსეთისათვის სულ სხვაგვარი სიტუაციაა. რუსეთს შეეძლო ეს კონფლიქტი სამხედრო გზით გადაეჭრა. და ეს უნდა ვთქვათ. ჯერჯერობით პუტინი ძალიან თავშეკავებულად იქცევა. იქნებ ეს დროებითია, არ ვიცი, და ვფიქრობ, ამის შესახებ არავინ იცის.

არა, მას არ სჭირდება კიევზე შეტევა. მან ხომ თქვა, რომ თუ მოისურვებს, 2 კვირაში კიევში იქნება. ეს ვადები გაზვიადებულია: კიევში ის 5-6 დღის შემდეგ იქნებოდა. ხოლო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში 48 საათში დასრულდებოდა... ის კი, რაც ჩვენ გვესმის, ორივე მხარის პროპაგანდაა“.