პუბლიკაციები
ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის კოორდინირებას მოახდენს, გახდება უცხოეთში უკრაინისა და, ამავდროულად, უკრაინაში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი!

1ugolovnik-pol-3-an-2საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, განაცხადა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხის კოორდინირებას მოახდენს: „ახლა ყველაზე მთავარია უკრაინას იარაღით დავეხმაროთ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამის კოორდინირებას მოვახდენთ“.

თავისი დანიშვნის კომენტირებისას მან მიუთითა, რომ „კონკრეტული უწყების“ თანამშრომელი არ არის. „მე თავისუფალი პოლიტიკოსი ვარ, საქართველოს მოქალაქე, ყველა სხვა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მოქალაქეობა მივიღო, ზოგად სტრატეგიაში არ ჯდება, მე, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოში უნდა დავბრუნდე!“

საქინფორმის უკრაინელ მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოში სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალდებები აქვს წაყენებული და ძებნაშია გამოცხადებული.

„ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან შეძლო ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა ყველა სფეროს რეფორმირება. დღემდე მიხეილ სააკაშვილი იყო, არსობრივად, უკრაინის შტატგარეშე მრჩეველი რეფორმების საკითხში. და დღეს, ბოლოსდაბოლოს, ის ოფიციალურ სტატუსს მიიღებს“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნას და დასძინა, რომ ის გახდება „უცხოეთში უკრაინის და, ამავდროულად, უკრაინაში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი“.