სამართალი
გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან შეხვედრა გამართა

1giorgi-samart-1საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და საინტერესო პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში... დღეს ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის მონაწილენი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ჩემი აზრით, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით... მინდა გავხსნა დისკუსია თავისუფალ რეჟიმში და დავიწყო თქვენთან ერთად მსჯელობა იმ საკითხზე, რასაც ჰქვია საქართველოში სასამართლო სისტემის ნდობის, ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება“, - განაცხადა, კერძოდ, მარგველაშვილმა.

შეხვედრა, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  დასახელებული 28 კანდიდატიდან 27 დაესწრო, დისკუსიის ფორმატში გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა ვერ მიიღო ანა დოლიძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.