აქტუალური
ნინო კობახიძე - ივანიშვილის იდეაზე: „ზოგადად დავცინებ ყველა ასეთ ფილმს!“
1kobax-aqtual-2საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ბიძინა ივანიშვილის იდეას გადაიღოს "ნაციონალური მოძრაობის" მართველობაზე დოკუმენტური ფილმი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „ზოგადად დავცინებ ყველა ასეთ ფილმს! პლიუს მტერმა უყურა ნაცებზე ფილმს, დოკუმენტურ მასალას, სიუჟეტს... მომბეზრდა 9 წლის ხსენებაც და პლიუს ზემოდან მსახიობების რჩევების დისკუსიაც!... ბოდიში მაგრამ ჩემს თმენის ვალდებულებასაც ემართება რაღაც",- დაწერა მან, თუმცა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ეს სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან წაშალა.