პუბლიკაციები
მაიკლ ტერნერი: „ვშიშობ, რომ მოთხოვნა - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპებიდან გადახვევას გამოიწვევს“

1no-arest-aqt-1-an-3საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის კონგრესმენი მაიკლ ტერნერი ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მოუწოდებს ინტერპოლს, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. "პატივცემულო გენერალურო მდივანო, მე გწერთ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ მოგმართათ ინტერპოლს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თხოვნით.

ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რათა დაცულ იქნას კანონის უზენაესობა... როგორც მოგეხსენებათ, ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი მკაცრად უკრძალავს თქვენს ორგანიზაციას, ჩაერთოს იმ საქმეებში, რომელთაც აქვთ პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა გამოიწვიოს მათგან გადახვევა", - ნათქვამია მაკლ ტერნერის წერილში ინტერპოლის გენერალური მდივნის სახელზე. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის წერილი ინტერპოლმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, ელმარ ბროკისგანაც მიიღო.