პუბლიკაციები
ივანიშვილი: „2008 წლის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ?!“ - საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს

1cibenko-pol-2-an-1საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო , მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. აღნიშიულს საგარეო უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, უკრაინის ელჩი საქართევლოშ განმარტების გასაკეთებლად მიმდინარე კვირაში არის დაბარებული. გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლებაც მოისმენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის "რეფორმირების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს" ხელმძღვანელად დანიშნეს. პეტრო პოროშენკოს ბრძანება დღეიდან შევიდა ძალაში.

"ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს", - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის თანამდებობებზე დანიშვნას. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. "ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მას მაქსიმალურად დავეხმაროთ. ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. შეიძლება აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ. 2008 წლის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ?! თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად, მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.