პოლიტიკა
ბურჯანაძე მთელ თავის რესურსს „სახალხო კრებაში“ ჩადებს

burjanazeX„დემოკრატიული მოძრაობის“თავმჯდომარის - ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიის ყველა საკადრო რესურსი ამიერიდან მთლიანად გადაერთვება „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ საქმიანობაზე.
როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ განაცხადა, დღეიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ ყველა წევრი იმუშავებს არა რომელიმე პარტიულ საკითხზე, არამედ იზრუნებს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს ყველა გადაწყვეტილების შესრულებაზე. „ჩვენი ყველა საკადრო რესურსი ჩაერთვება „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ მუშაობაში. „დემოკრატიული მოძრაობის“ ყველა რაიონული თუ თბილისის ოფისი იმუშავებს იმისთვის, რომ განხორციელდეს აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეგიონებში დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ „სახალხო კრებაში“ შემავალი ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარ საკადრო რესურსებს „სახალხო კრების“ მუშაობაში სრულად ჩართავს.