უცხოეთი
ლუკაშენკო მოლაპარაკებების „სამზარეულოზე“ მოჰყვა

1lukaSenko-zar-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „ნორმანდიული ოთხეულის“ სახელმწიფოთა ლიდერები და მათი დელეგაციები ყველაფრით უზრუნველჰყვეს და ბელარუსული და რუსული პროდუქტებით გამოკვებეს, - მოჰყვა სამიტის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. „მიირთვეს ერბოკვერცხი, ყველი, რძის პროდუქტები, დალიეს რამდენიმე ვედრო ყავა, - მოუთხრო მან, - მონაცვლეობით ეძინათ, განსაკუთრებით, ექსპერტებს, იმიტომ, რომ შეთანხმებების ასეთი ფორმულირებებისას გონება ნათელი უნდა იყოს“. სახელმწიფოთა მეთაურებმა დასვენება ვერ მოახერხეს, დასძინა მან.

კითხვაზე, ეძინა თუ არა თავად ლუკაშენკოს, მან უარყოფითად უპასუხა. „ხომ ხედავთ, რომ მინსკში ყველაფერი განსაზღვრულია და ყველა თავის საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა მან.