უცხოეთი
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები: „ჩვენ უკრაინას შეცვლის შანსი მივეცით“

1lider-zar2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები ალექსანდრე ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი „ნომანდიული ოთხეულის“ სამიტის მონაწილეთა მიერ შემუშავებული დოკუმენტის ხელმოწერაზე დათანხმდნენ.

როგორც LifeNews იუწყება, ზახარჩენკომ ამ დოკუმენტის მიღებას ორივე რესპუბლიკის დიდი გამარჯვება უწოდა. „მინსკის ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევა ან შეუსრულებლობა იმის ნიშანი იქნება, რომ ახალი მემორანდუმები აღარ შედგება“, - გააფრთხილა ზახარჩენკომ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაეკისრება. პლოტნიცკიმ კი განაცხადა, რომ ისინი დოკუმენტის ხელმოწერას დათანხმდნენ, ვინაიდან სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები იმის გარანტად გამოვიდნენ, რომ შეთანხმება დაცული იქნება. „ამ შანსს მივცემთ უკრაინას, რათა ქვეყანაში შეიცვალოს კონსტიტუცია და დამოკიდებულებები. შეიცვლება ქვეყანა და ხალხიც“, - განაცხადა მან.

ჯარების გაყვანის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს ადგილობრივ არჩევნებზე მსჯელობა „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში“, ასევე, ამ რაიონების სტატუსევზე არჩევნების შემდეგ. კიევის კონტროლის აღდგენა რუსეთთან საერთო საზღვარზე უნდა დაიწყოს მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ და დასრულდეს მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის სრული დარეგულირების შემდეგ 2015 წლის ბოლოს. და ეს შესრულდება იმ პირობით რომ უკრაინაში გატარდება საკონსტიტუციო რეფორმა და მოხდება ხელისუფლების დეცენტრაცლიზაცია დონეცკისა და ლუგანსკის თავისებურებების გათვალისწინებით.