უცხოეთი
პუტინი: „ნორმანდიული ოთხეული“ უმთავრესზე შეთანხმდა

1normand-zar-1საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. მრავალსაათიან მოლაპარაკებებზე „ნორმანდიული ოთხეული“ 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტასა და მძიმე შეიარაღების გაბრუნებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ რფ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მიუხედავად მოლაპარაკებების რთული პროცესისა, უმთავრესზე შეთანხმება მაინც მოხერხდა“, - აღნიშნა პუტინმა.

პირველი - ესაა ცეცხლის შეწყვეტა 15 თებერვლის 00:00 საათიდან.

მეორე - მძიმე შეიარაღების გაბრუნება შეხების დღევანდელი ხაზიდან უკრაინის ჯარებისათვის და „მინსკის შეთანხმებაში“ გაწერილი ხაზიდან სახალხო მოლაშქრეებისათვის.

მესამე - ესაა საკითხების კომპლექსი, რომელიც ხანგრძლივვადიან პოლიტიკურ დარეგულირებას ეხება.

პუტინმა თავშეკავებისკენ მოუწოდა ორივე მხარეს, რათა ჯარების ურთიერთდაშორება ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილებით მოხდეს. „უკრაინის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ალყა არ არსებობს და ყველაფერი საკმაოდ მშვიდობიანად ჩაივლის. მე იმთავითვე ეჭვები მქონდა. თუ ასეთ ალყას ადგილი აქვს, ნორმალური ლოგიკიდან გამომდინარე, ვინც იქ არის, ალყის გარღვევას შეეცდება, ხოლო ვინც გარეთაა - მოახდენს კორიდორის ორგანიზებას თავისი შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეების გასაყვანად“, - დაასკვნა რფ-ის პრეზიდენტმა.