სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

1razboi-samart-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თამაზ , უშანგ , გია . და ანზორ . დააკავეს.

ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ოთხივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.