პუბლიკაციები
“საქართველოს პარლამენტის შენობა - სოროსის მსახიობების თეატრია?!” - რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება

1javaxk-saz-3-an-newსაქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსულ-სომხური სტრატეგიული და საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ ახალი განაცხადება:
„ძვირფასო თანამემამულეებო!
საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებულ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ზოგიერთი საეჭვო ბექგრაუნდის მქონე მოღვაწე საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა - ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ტელეკომპანია „იმედთან“ ტყუილუბრალოდ როდი აღნიშნა საქართველოში ზოგიერთი „ენ-ჯეო-ო“-ს ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებივი საქმიანობის შესახებ, როგორც უწინ მიუთითა ე.წ. ექსპერტებისა და ანგაჟირებული ტელემედიის დესტრუქციულ როლზე.

 „რუსეთის ჯავახკის დიასპორა“ ვერ იქნება მოდერატორი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ პრობლემატიკაში, თუმცა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი ეწოდოს და ითქვას იმ მოღვაწეეებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში სომხეთის თემაზე პარაზიტირებენ, რასთანაც გვარის გარდა არაფერი აკავშირებთ, მით უფრო, რომ თვითლუსტრაცია თავად მოახდინეს. მაგალითად:

2015 წლის 28 იანვარს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საელჩოს პროგრამის - „ადამიანის მასობრივი უსაფრთხოების პროექტების საგრანტო დახმარება“ (GGP) ფარგლებში. ახალქალაქის საირიგაციო სისტემის მოდერნიზაციის პროექტისათვის გრანტის მიღების შეთანხმება დაიდო საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ე. წ. საყოველთაო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვნულ საქართველოს“ შორის. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტოსიო კაიტაინი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. იაპონიის მიერ გამოყოფილი გრანტი 87 542$-ის ოდენობით მიზნობრივია, ამიტომ მიმართული უნდა იყოს ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს 100-მდე ადგილობრივი ფერმერული მეურნეობის წარმადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას და რეგიონში მორწყვის ახალ ტექნოლოგიას შეიტანს.

მაგრამ რა კავშირი აქვს ამასთან ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ შექმნილ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვნულ საქართველოს“, რომელიც თბილისში რამდენიმე წევრითა და ოფისით არის წარმოდგენილი?! აღვნიშნავთ, რომ იაპონიამ საქართველოს ანალოგიური გრანტები უკვე გამოუყო, თუმცა არჩევანს - თუ ვის ერგება გრანტი - იაპონიის მხარე მუდამ ოფიციალური თბილისის პრეროგატივად ტოვებდა. როგორც ჩანს, ამჯერად გარკვეული წრეები საქართველოს ხელისუფლებაში თავისი კომპეტენციის ჩარჩოებს გაცდნენ და ეს გრანტი „მრავალეროვნულ საქართველოს“ პოლიტიკური პიარის მიზნით გადასცეს - ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის) სომხების თვალში აამაღლოს სოროსის ფონდის მიერ შექმნილი ენ-ჯეო „მრავალეროვნული საქართველო“.

შემდგომმა მოვლენებმაც არ დააყოვნა. 30 იანვარს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სკანდალურად ცნობილმა არნოლდ სტეფანიანმა, გრანტის სანაცვლოდ, მედიაში უტიფარი პროვოკაციული ტყუილი გაავრცელა - თითქოსდა აფხაზეთში ადგილი ჰქონდა რუსი ჯარისკაცების თავდასხმას სომხურ ოჯახზე, რაც უმალ იქნა უარყოფილი სომხეთის დიასპორული ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში, ასევე აფხაზეთის ხელისუფლებისა და იქ საგანგებოდ მივლინებული ჟურნალისტების ჯგუფის მიერ.

თუმცა, სტეფანიანს არც უფიქრია ბოდიშის მოხდა ერთაშორის შუღლის გაღვივებისათვის, რაც საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია! მეტიც, სტეფანიანმა შემთხვევით ისარგებლა და იმავე სოროსული მედიის (სომხური და ქართული) გამოყენებით კომენტარს აკეთებს მიგრაციულ პრობლემებზე, რომლებსაც ახლა ნამდვილად ადგილი აქვს ჯავახკში (სამცხე-ჯავახეთი), თუმცა სრულებითაც არ ხელმძღვანელობს სომხური მოსახლეობის ინტერესებით. პირიქით - ყურადღება რომ გადაიტანოს და ამით მოატყუოს ადგილობრივი სომხები, ის, თავისი პატრონების დახმარებით, რომლებმაც გრანტი გამოუყვეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში ბუტაფორიული შეხვედრის ორგანიზებას ახდენს: ვითომდა სომხური ენ-ჯეო-ების ხელმძღვანელების შეხვედრისა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსა და მათ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ამ შეხვედრაზე, ვითომდა შეეხნენ „საქართველოს სომხების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს“ და ვითომდა, ისინი მოაგვარეს კიდეც!

ვისთვის იყო გათამაშებული ეს „პოტიომკინის“ სპექტაკლი? ნუთუ ევროპისათვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს? თუ „მრავალეროვნული საქართველოსთვის“ მორიგი გრანტების მისაღებად ახლა უკვე ევროკავშირის ხაზით?!

სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ იმ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დარბაზში ესწრებოდა  15-მდე უცნობი პირი და ასევე „უცნობი“ პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ - სომეხი რუსლან პოღოსიანი, რომლის ხმაც პარლამენტში არასოდეს არავის გაუგია, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმ პრობლემების წამოჭრაზე, რომლებიც საქართველოს ეთნიკურ სომხებს აწუხებთ. სამაგიეროდ, ეს მდარე სპექტაკლი მის რეჟისორ სტეფანიანს ჩაეთვალა, როგორც „სომხური ინტერესების ლობირება“...

„მძინარე დევგმირი“ რუსლან პოღოსიანი და ჟვანიას „დახვეწილი“ ფავორიტი არნოლდ სტეფანიანი, რომელიც ერევნის უნივერსიტეტიდან მოსწრების არქონის გამო გააგდეს და რომელიც აწ გარდაცვლილმა პრემიერმა ოდესღაც მიიღო, გულშ ჩაიკრა (მრჩევლად დანიშნა) და სოროსზე „დანიშნა“ (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელ საბჭოში წევრად აქცია), დღეს საქართველოში ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის) სომხების პრობლემებს წყვეტენ, თითქოსდა ჯავახკელებმა ამის უფლებამოსილება მიანიჭეს! განა რეგიონის სომხურ საზოადგოებას ღირსეული ლიდერები და რეალური საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ ჰყავს?!

სტეფანიანი კი ამასობაში კოლაბორაციონისტულ „აბაროტებს“ ზრდის იაპონური ჰუმანიტარული დახმარებისგან, რომლის ნამცეცებმაც ახალქალაქის სოფლის მეურნეობამდე საეჭვოა მიაღწიოს...

 

* შეხვედრა პარლამენტში: http://www.parliament.ge/…/davit-usufashvili-parlamentis-sh…
* იაპონიის გრანტი: http://artsakhpress.am/…/yaponiya-finansiruet-irrigacionnuy…
* სტეფანიანის განცხადება: http://ru.1in.am/1080067.html
* ვიდეორგოლი აფხაზეთიდან: https://www.youtube.com/watch?v=Bv2VR_Zf6y0
* ანტიმიგრაციული აქციები: http://rustavi2.com/ka/news/9223
* ჩვენი მიმართვა: http://novostink.ru/…/93736-dzhavahkskaya-diaspora-rossii-p…»