ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 10 თებერვალს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოიტანა და ბრალდებული ზურაბ გორგაძე დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და ელვარდ მიმინოშვილისა და იოსებ ჭელიძის განზრახ მკვლელობაში.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 12 მაისს ლისის ტბის დასახლებაში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოებისას ზურაბ გორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა იოსებ ჭელიძე და ელვარდ მიმინოშვილი. სასამართლომ ზურაბ გორგაძეს სასჯელთა შთანთქმის შედეგად საბოლოოდ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.