პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“: „ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და სამსახურებიდან გაუშვას“

1demokrati-polit-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

...ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები. ის მიდგომები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს... პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. რაც შეეხება ირაკლი ალსანიას, საზოგადოებას გავახსენებ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მისნისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც, ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.