პოლიტიკა
„მთავრობა ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს“
1meropriat-polit-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდეს. მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთის მცირედი ცვლილების შესახებ, რამაც სავალუტო ბაზარი გარკვეულწილად დაასტაბილურა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აპრილიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი ამოქმედდება, ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი.