პუბლიკაციები
პრეზიდენტი ობამა: „აშშ პერიოდულად ხელებს უგრეხს ქვეყნებს, რომლებსაც არ სურთ იმის გაკეთება, რაც მათგან გვჭირდება. აშშ-ს აქვს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი პრობლემის სამხედრო გადაწყვეტა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზანი ესაა მსოფლიო, სადაც ამერიკა ლიდერია!“

amerik-zar-3-anსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკული გამოცემა VOX-თვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა „ზოგჯერ ხელებს უგრეხს სხვა სახელმწიფოებს საკუთარი მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ამერიკის ლიდერმა დააზუსტა, რომ მთავრობა ამას ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო ბერკეტებით აკეთებს.

ამასთან, ბარაქ ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ს აქვს „21-ე საუკუნეში ნებისმიერი პრობლემის სამხედრო გადაჭრა“ და რომ მისი საგარეო პოლიტიკის მიზანი „ესაა მსოფლიო, სადაც ამერიკა ლიდერობს და ისეთივე უცვლელ ქვეყნად რჩება, როგორც ეს გასულ საუკუნეში იყო“.