პუბლიკაციები
ნიკოლა სარკოზი: „ყირიმმა რუსეთი არჩია და ამისათვის მისი დამუნათება არ შეიძლება! რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაწყვეტა ტრაგედიაა... თუ ეს ამერიკელებს სურთ, ეს მათი პრობლემა და უფლებაა“

nikola-zar-2-anსაქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარტიის - „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ ყრილობაზე თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ საფრანგეთს ახალი ცივი ომი არ სურს. მისი აზრით, პარიზი და მოსკოვი საერთო ცივილიზაციის ნაწილია. რუსეთისა და საფრანგეთის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის, ამიტომ ამ ურთიერთობათა დადებითი ვექტორის ცვლილება ტრაგედიაა.

ჩვენ რუსეთთან საერთო ცივილიზაცია გვაქვს. ყველასთვის, ვისაც უყვარს ტოლსტოი, დოსტოევსკი და სხვები. როცა რუსებს ველაპარაკებით, ვსაუბრობთ საერთო კულტურაზე, რაც არ ხდება, როცა ჩინელ, ვიეტნამელ და სხვა მეგობრებთან ვურთიერთობთ, თუნდაც ჩვენ ისტორიის საერთო ნაწილი გვქონდეს“, - განაცხადა მან.

სარკოზიმ ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია რუსეთან მეგობრული ურთიერთობების გაწყვეტა დასავლეთის შეკვეთა იყოს, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ფრანგ ხალხს სურს. „თუ ეს ამერიკელებს სურთ, ეს მათი უფლება და პრობლემაა. მაგრამ ამერიკელებისა და რუსების ინტერესები ევროპისა და რუსეთის ინტერესები როდია. ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ხელახალი ცივი ომი“, - დასძინა საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა.

ის ასევე მიიჩნევს, რომ ყირიმის მცხოვრებლებს სრული უფლება აქვთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. „ყირიმმა რუსეთი არჩია და ამისთვის მისი დამუნათება არ შეიძლება. ზუსტად ისევე, როგორც ერთ დროს მე ვაიძულე პუტინი, ხელი არ შეეშალა კოსოვოს მცხოვრებთა გამოყოფისთვის სერბებისგან. თუ კოსოვოს ჰქონდა სერბეთიდან დამოუკიდებლობის უფლება, არ მესმის, როგორც შეიძლება ისაუბრო, ერთნაირი მტკიცებულებების გამოყენებით, რომ ყირიმს უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, რათა რუსეთს მიერთებოდა“, - დასძინა სარკოზიმ.