სამართალი
სარჩელი - ინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ

Internet-Providerინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები სარჩელს ამზადებენ. მათი განცხადებით, სარჩელის მოსამზადებლად სპეციალური კვლევა ტარდება, რის შემდეგაც მარეგულირებელს მიმართავენ. „შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს სიჩქარე,“ - ამ მოთხოვნით facebook-ში ქართველმა მომხმარებლებმა სპეციალური გვერდი ოქტომბერში შექმნეს. მაშინ ითქვა, რომ სარჩელის შესატანად 10 ათასი მხარდამჭერია საჭირო, თუმცა, სპეციალურ გვერდზე უკვე 15 ათასამდე ადამიანია გაერთიანებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინტერნეტის ფასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხოლო სიჩქარე ყველაზე დაბალია. ჩვენთან ინტერნეტ-პაკეტების ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, ხოლო ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე წამში 10 მეგაბიტია. შედარებისთვის: იაპონიაში 1 მეგაბიტი ინტერნეტი 27 ცენტი ღირს და იქ მომხმარებელს 61 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტის მიღებაც შეუძლია.