ამერიკელი სამხედროები უკრაინაში ნაცგვარდიის მებრძოლთა მოსამზადებლად ჩავიდნენ
საქართველო, 12 თებერვალი,
საქინფორმი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლთა პროფესიულად მომზადების საკითხთა გადასაჭრელად უკრაინაში ჩავიდნენ.
„სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ პაველ ტკაჩუკთან და თავის უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის დროს ამერიკელმა სტუმრებმა განიხილეს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების მომავალი მიმართულებები და ამისათვის საწვრთნელი დაწესებულების საპოლიგონო ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობები“, - ნათქვამია ნაცგვარდიის ცნობაში. იგეგმება, რომ სამუშაო ჯგუფი უკრაინელი მებრძილების ქვედანაყოფთა მომზადების ადგილების რეკოგნოსცირებას ჩაატარებს. წვრთნა კი გაზაფხულზე დაიწყება და საბრძოლო მომზადების ყველა საგანში მეცადინეობების სამ ეტაპს მოიცავს.