სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

depart-samart-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. სასწავლო კურსის მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, ასაფეთქებელი საშუალებების ნაირსახეობების შესწავლა, ამოცნობა და განეიტრალება, ასევე, საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება, სტრესულ გარემოში სიტუაციის მართვა და აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ და მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს. აღნიშნული სწავლება უზრუნველყოფს სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვასა და ეფექტურ მუშაობას.