საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი.
ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: დავით ასათიანი, მამუკა ახვლედიანი, ირაკლი ბურდული, მერაბ გაბინაშვილი, გოჩა გოგიშვილი, ნინო გვენეტაძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, ინგა თოდრია, ავთანდილ კახნიაშვილი, დავით კოღუაშვილი, ალექსი კობაიძე, კობა კობახიძე, თამარ ლალიაშვილი, გია მეფარიშვილი, როინ მიგრიაული, მამუკა მდინარაძე, ნოდარ მილაძე, ლევან მურუსიძე, მურმან ქამადაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მადონა ღიბრაძე, შალვა შავგულიძე, მარიამ ცისკაძე, მარინე ჭყონია, რომული ჯაფარიძე, თეიმურაზ ჯორბენაძე და გიორგი ჯუღელი.
წარდგინებაზე უარი განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ, ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა.