აქტუალური
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები გადასცა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების V-ე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მედლები "სამშობლოსათვის თავდადებული" მიიღო.
ჯილდოები გადაეცათ აშშ-ს საზღვაო ქვეითების წარმომადგენლებსაც.