აქტუალური
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ 2014 წელს განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 2015 წლის პრიორიტეტებად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გამჭვირვალობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა განისაზღვრა.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მან 2014 წელი დადებითად შეაჯამა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შემაჯამებელი შეკრების დასასრულს, აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.