საქართველო ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეს უერთდება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2 დეკემბერს ბრიუსელში ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტრები მოაწერენ.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დარგობრივ და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. ხელშეკრულებით საავიაციო სფეროში ამაღლდება როგორც ხარისხი, ისე კონკურენტუნარიანობა, რაც პირდაპირ კავშირში იქნება მომხმარებლის ინტერესებთან.