საზოგადოება
სოსო ჯოგლიძე: „იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გია სოსანაშვილის ე.წ. ალიბი პოლიციელია“

jogliZe-sazog-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება სოსანაშვილის ადვოკატმა გააკეთა. მისივე თქმით, სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ მისმა მეგობარმა პოლიციელმა შეატყობინა. ადვოკატი აცხადებს, რომ გარდა ამ ფაქტისა, სოსანაშვილის უდანაშაულობას სხვა ფაქტებიც ადასტურებს (ვიდეო იხ. აქ). სოსო ჯოგლიძის თქმით, გამოძიებით დასტურდება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებელი ნივთიერება 19 იანვარს არ დაუმონტაჟებიათ, მაშინ როდესაც გია სოსანაშვილი სოფელ ყარაფილაში პანაშვიდზე იმყოფებოდა. დაცვის მხარის განმარტებით, 19 იანვარს ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის მოსაწესრიგებლად სასაფლაოს თანამშრომელი იმყოფებოდა.

სოსო ჯოგლაძე ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ასეთ ადგილზე დამონტაჟებით შეუძლებელი იყო რომელიმე პირის ლიკვიდაციის დაგეგმვა. მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი შემთხვევით აფეთქებას ემსხვერპლა.