პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: „რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს“

urban-polit-2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს გაზრდ”,-აღნიშნა თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.

აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.