უცხოეთი
თიბილოვის სიძემ თავი მოიკლა
tibil-zar-1-geoსაქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. „ეხო კავკაზის" ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვის სიძე 9 თებერვალს ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ცნობით, თიბილოვის ნათესავმა, ვადიმ ვალიევმა თავი მოიკლა. ვალიევი სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, ის 41 წლის იყო. მისი მეუღლე და თიბილოვის ქალიშვილი მარინა თიბილოვა კი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.