შსს-ს ექვსი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს
საქართველო, 11 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მეშვეობით, ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას. ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტზე გამოვლენილი იქნენ: ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველ-მეხანძრეები.
ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.