სამართალი
აღნიშნული პიროვნება, დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2007 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა.
ვაქილ ბადოევმა 2005 წლის 15 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, შურისძიების მიზნით, დანის დარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თამაზ აბრამიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ვაქილ ბადოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ბადოევის საქართველოში ექსტრადიცია 10 თებერვალს განხორციელდა.