სამართალი
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ვაკე საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ტარიელ უ. დააკავეს.
ბრალდებულმა ორი არასრულწლოვანი - პარალელური კლასელები ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.