ირმა ინაშვილი: „ზონდერების სიაში 32 კაცია“
საქართველო, 11 თებერვალი,
საქინფორმი. ყოფილი სამართალდამცავების ე.წ. 60-კაციანი სიის პარალელურად ახლა უკვე 32-კაციანი სია ჩნდება, რომლის ავტორიც „პატრიოტთა ალიანსია“. ალიანსის ლიდერი
ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის „
ზონდერების სიის“ შედგენაზე მუშაობს.
„სიაში 32 კაცია წარმოდგენილი, რომლებიც დღესაც სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ - კონტრდაზვერვაში, ანტიტერორისტულ ცენტრში, თავდაცვის სამინისტროში. როგორც კი გადამოწმების პროცესი დასრულდება, სიას გავასაჯაროვებ და წარვადგენ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ქონების წართმევაში, ბიზნესებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში“, - აცხადებს „ასავალ დასავალთან“ ირმა ინაშვილი.