აქტუალური
უსუფაშვილი: „პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 18 მარტს შედგება“

DATO-aqtual-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 9 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამის თაობაზე იყო კონსულტაციები, უშუალოდ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან, რათა შეგვეჯერებინა მზაობა პრეზიდენტისაც და პარლამენტისაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და ჩვენ შევჯერდით თარიღზე - ეს იქნება 18 მარტი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლის ფორმატსა და სხვა დეტალებზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად შეჯერდებიან.

ეს არის ის დრო, როდესაც მეც პარლამენტში ვარ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სასესიო კვირის განმავლობაში მე არ ვიქნები საქართველოში და მე მსურს, ვუმასპინძლო პრეზიდენტს, პრეზიდენტიც, ასევე, დაკავებულია სხვა დღეებში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მომდევნო პლენარული სხდომების კვირას პარლამენტი მიმდინარე დღის წესრიგის მიხედვით იმუშავებს.