თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გია სოსანაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
საქართველო, 11 თებერვალი,
საქინფორმი. შეგახსენებთ, რომ
იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის
ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი
გია სოსანაშვილი მკვლელობის ბრალდებით 7 თებერვალს დააკავა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით.