საზოგადოება
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ლარის გაცვლით კურსზე საუბრობს. „ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის... ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხადურმა.