პუბლიკაციები
ორი სია და თანამდებობის სამი პირი - ვის დასდო ბრალი იური ვაზაგაშვილმა სახელმწიფო საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაზე ოჯახური გავლენის ქონაში
DVA-sazog-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებულ ფილმში - „ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“, იური ვაზაგაშვილისა და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზეა საუბარი. ფილმში ნათქვამია, რომ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე იური ვაზაგაშვილმა ყოფილ პრემიერს, კორტების საქმესთან დაკავშირებით, ორი სია მიაწოდა (ვიდეო იხ. აქ). კერძოდ, ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომლების სია, რომლებიც, მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, გარეული იყვნენ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში, და მეორე სია, რომელშიც უკრაინაში მყოფი სინდოიანის გარდა, ის მოწმეები იყვნენ, რომელთა უმეტესობა შსს-ს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია და თანხმობას აცხადებდნენ, რომ სასამართლოსთვის ჩვენება მიეცათ. გარდა ამისა, ფილმში ნათქვამია, რომ ვაზაგაშვილმა ივანიშვილს სამი პირი დაუსახელა, რომელთა პოლიტიკური კარიერა პირადად ივანიშვილის დამსახურება იყო და რომლებსაც ვაზაგაშვილმა ბრალი დასდო სახელმწიფო საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაზე ოჯახური გავლენების ქონაში, ასევე ძალისმიერი უწყებების საქმეებში ოჯახების მონაწილეობაზე.