საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა
საქართველო, 11 თებერვალი,
საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების და მასმედიის წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს
ჯო ბაიდენს. შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება.
მინისტრმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრების დროს რიგმა კონგრესმენებმა და სენატორებმა გამოთქვას მზაობა, უახლოეს პერიოდში ეწვიონ საქართველოს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები დღევანდელ რეგიონალურ გამოწვევებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე.
მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოში პლენარული სესია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში.